ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა
ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამ წუთებში ადგილზე კიდევ 50 მიგრანტის გადასარჩენად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც მედია წერს, გადარჩენილების უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. გაფართოებულ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.