მედიის ცნობით, თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვია
მედიის ცნობით, თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვია

თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.

ორი ადამიანი სანაპირო დაცვის სამსახურმა გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა რეზინის ნავში.