საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაიძირა, დაიღუპა 12 ადამიანი
საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაიძირა, დაიღუპა 12 ადამიანი

საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ტრაგედია საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ პაქსოსთან მოხდა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, ქვეყნის საზღვაო დაცვამ 21 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. სამძებრო სამუშაოები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. მასში გემები და ვერტმფრენები არიან ჩართული.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.