საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა, გარდაცვლილებს შორის ხუთი ბავშვია
საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა, გარდაცვლილებს შორის ხუთი ბავშვია

საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ამოტრიალდა. ბორტზე 19 მიგრანტი იმყოფებოდა, შვიდი მათგანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

გამოცემა „ეკატიმერინი“ წერს, რომ ნავში მყოფი ყველა მგზავრი თურქეთის მოქალაქე იყო. გარდაცვლილებს შორის ხუთი ბავშვია, მათგან ერთი ჩვილი.

სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის და ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის „ფრონტექსის“ ხომალდები მონაწილეობდნენ.