ლაიფციგის საბავშვო თეატრში 13 და 14 აპრილს სპექტაკლის „სპლიყვი Fant” პრემიერა გაიმართება
გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგის საბავშვო თეატრში 13 და 14 აპრილს ქართულ-გერმანული სპექტაკლის „სპლიყვი Fant” პრემიერა გაიმართება.
გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კო-პროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
სპექტაკლის რეჟისორია იულე კრაჰტი, ხოლო მხატვრები ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი არიან.
დადგმაში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ: სოფო ახუაშვილი; ნორა-ლიი ზანვალდი; ბენიამენ ვინენი, და გიორგი ჯიქურიძე.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის „ სპლიყვი Fant” ქართული პრემიერა გასული წლის ბოლოს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.