ლაიფციგის საბავშვო თეატრში 13 და 14 აპრილს სპექტაკლის „სპლიყვი Fant” პრემიერა გაიმართება

17:31, 11.04.2019

გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგის საბავშვო თეატრში 13 და 14 აპრილს ქართულ-გერმანული სპექტაკლის „სპლიყვი Fant” პრემიერა გაიმართება.

გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კო-პროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

სპექტაკლის რეჟისორია იულე კრაჰტი, ხოლო მხატვრები ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი არიან.

დადგმაში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ: სოფო ახუაშვილინორა-ლიი ზანვალდიბენიამენ ვინენი, და გიორგი ჯიქურიძე.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის „ სპლიყვი Fant” ქართული პრემიერა გასული წლის ბოლოს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.

მსგავსი