ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა. სავარაუდოდ შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.