ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის დროს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა, აქედან ერთი ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. ავარიის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.