ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის ,,არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.