ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაისუბანში მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 22 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.