ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, ამავე სოფლის მცხოვრებმა მამაკაცი გულ-მკერდის არეში დაჭრა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.