ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, ამავე სოფლის მცხოვრებმა მამაკაცი გულ-მკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.