ლაბორატორიის დასკვნით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართულის დაზიანება მესამე ხარისხისაა, დანარჩენი ნაწილი - პირველი ხარისხის
ლაბორატორიის დასკვნით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართულის დაზიანება მესამე ხარისხისაა, დანარჩენი ნაწილი - პირველი ხარისხის

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, დიდ დიღომში, ავთანდილის N8-ში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, მიმდინარე წლის 16 იანვარს, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესასწავლად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“  სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასკვნა და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებშია გადაგზავნილია.