ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგა [ვიდეო]
მილანში, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგა.
ლა სკალას თეატრის კამერულმა ორკესტრმა შეასრულა კახიძის ნაწარმოები ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის – Bruderschaft, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.
კონცერტის დირიჟორი იყო სერგეი სმბატიანი, მაესტრო ვახტანგ კახიძე კი, ლა სკალას კამერულ ორკესტრთან და სოლისტ სიმონიდე ბრაკონისთან ერთად, იტალიელი მსმენელის წინაშე პაინისტის ამპლუაში წარდგა.
აღნიშნული ნაწარმოები ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა წელს ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ შეასრულა.