კვირკველიას მორიგი აღიარება - ქართველი „ლოკომოტივის“ თვის ფეხბურთელია
კვირკველიას მორიგი აღიარება - ქართველი „ლოკომოტივის“ თვის ფეხბურთელია

საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა აპრილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რუსეთის პრემიერლიგის ლიდერი გუნდის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კლუბის პრესსამსახურმა გაასაჯაროა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა ხმა ქართველს მისცა – საქართველოს ნაკრების მცველი საუკეთესოდ 5 264-მა ადამიანმა დაასახელა, რაც საერთო რაოდენობის 40,7 პროცენტია.

კლუბის განმარტებით, შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ აპრილში გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და სამში გოლი არ გაუშვა, ამას კი ფანები ქართველის საიმედო თამაშის დამსახურებად მიიჩნევენ.

მეორე ადგილი მარინატო გილერმემ დაიკავა – 3 195 ხმა ანუ 24,7%. მესამეზე კი რუსეთის ნაკრების იმედად მონათლული ანტონ მირანჩუკია – 2 775 ხმა ანუ 21,4%. სულ გამოკითხვაში 12 917 ადამიანი მონაწილეობდა.