ირაკლი ხვედელიანი - „ლოკომოტივი“ სეზონისთვის კარგად მოემზადა და ძირითადი ბირთვიც შევინარჩუნეთ #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ხვედელიანმა 2024 წლის სეზონისთვის გუნდი მზადებაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, 2024 წლის სეზონისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული. ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას შევეცადეთ და, ამავდროულად, გუნდის გასაძლიერებლად, გარკვეულ პოზიციებზე გამოცდილი მოთამაშეები დავიმატეთ. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.
ექვსი საკონტროლო თამაში ეროვნული ლიგის გუნდებთან ჩავატარეთ, სამი კი – ლიგა 2-ში ჩვენს მომავალ მეტოქეებთან გავმართეთ. მთლიანობაში, მოსამზადებელმა ეტაპმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ჩვენს თავს მაღალი მიზნები დავუსახეთ და ვფიქრობ, გუნდურობით აუცილებლად მივაღწევთ საწადელს.
„ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდი 2024 წლის სეზონსაც ლიგა 3-ში დაიწყებს. დაგეგმარების პროცესში ვცადეთ, საკონტროლო თამაშები ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გვეთამაშა, ორი ტესტ-მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში მონაწილე „სპაერთან“ და „სიონთან“ გავმართეთ. გვაქვს სტრატეგიული გეგმა და გვსურს, გასულ სეზონში ლიგა 3-ში ნაჩვენები შედეგები საგრძნობლად გავაუმჯობესოთ. ახალი მთავარი მწვრთნელი დავით ხიტირი საქმეს პირველივე დღიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.
აკადემიაში პროცესები საინტერესოდ მიმდინარეობს. 2024 წლის სეზონისთვის ხარისხიანი სელექცია გვქონდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი ისეთი მოთამაშეებით გავაძლიერეთ, რომლთაც მიმართაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან დიდი დაინტერესება არსებობს“, – ამბობს ირაკლი ხვედელიანი.