კვიპროსში სავარაუდოდ სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც ორი ქალის მკვლელობაშია ეჭმიტანილი.
ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, გაუჩინარებულია ექვსი წლის ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ასევე მოკლულია.
ქალების ცხედრები ერთი კვირის ინტერვალით ნიქოზიასგან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე მიტოვებულ მაღაროში იპოვეს. ერთ-ერთი მოკლული 39 წლის ფილიპინელია, რომელიც 2018 წლის მაისში თავის ექვსი წლის გოგონასთან ერთად გაუჩინარდა. მეორე მოკლული სავარაუდოდ ასევე ფილიპინელი 28 წლის ქალია, რომელსაც ასევე გასული წლის შემდეგ ეძებდნენ.
სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კვიპროსის არმიის ოფიცერია. გამოძიება ეჭვობს, რომ ის ქალებს გაცნობის ონლაინგვერდის საშუალებით უკავშირდებოდა.
ამჟამად მყვინთავები მიტოვებული მაღაროს მახლობლად მდებარე ტბაში ბავშვის ცხედარს ეძებენ.
როგორც კვიპროსის პოლიციაში განაცხადეს, დანაშაული კვიპროსისთვის უპრეცედენტოა, რადგან მათ პირველად აქვთ საქმე სერიულ მკვლელთან.