კვიპროსიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გაემართა
კვიპროსიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გაემართა

კვიპროსიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გაემართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს” ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანი მზადების შემდეგ 200 ტონა საკვები შეგროვდა.

„მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ თანამშრომლობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, კვიპროსთან და ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ოფენ არმსთან“.

ჰუმანიტარული დახმარების გემიდან ხმელეთზე გადასატანად ღაზაში, ამ დრომდე გაურკვეველ ადგილას აშენდება დროებითი ნავსადგური. ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ტერიტორიის დიდ ნაწილზე დახმარების მიწოდება თითქმის შეუძლებელია.