სალომე ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი წერს, ელოდება კვიპროსის ახალ პრეზიდენტთან მუშაობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

„ნიკოს ქრისტოდულიდის, გილოცავთ კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას! ჩვენს ქვეყნებს ევროპული ოჯახისაკენ (მიმავალი) საერთო წარსული და საერთო ღირებულება აქვთ. ველოდები თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს.  მადლობას ვუხდი ნიკოს ანასტასიადესს საქართველო-კვიპროსს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ჩვენს ევროპულ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.