კვიპროსში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
კვიპროსში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

კვიპროსში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ „დემოკრატიული კრება“ გაიმარჯვა. „დემოკრატიული კრების“ სასარგებლოდ ხმა მისცა ამომრჩეველთა 27-მა პროცენტმა, ხოლო ოპოზიციურ „კვიპროსის მშრომელი ხალხის პროგრესულ პარტიას“ არჩევნებზე მისული მოქალაქეების 22-მა პროცენტმა მისცა ხმა. მესამე ადგილზეა დემოკრატიული პარტია, რომელსაც 11,3-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

კვიპროსის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 64 პროცენტი შეადგინა.

კვიპროსში ბოლო წლებში არაერთი ხმაურიანი კორუფციული სკანდალი აგორდა და როგორც „როიტერი“ წერს, ეს მთავარი პარტიების რეიტინგებზე უარყოფითად აისახა.