კვიპროსის საპრეზიდენტო აჩევნების ეგზიტპოლით, მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს
კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლის შედეგებით მოქმედი პრეზიდენტი, კონსერვატორი ნიკოს ანასტასიადისი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, ანასტასიადისს ამომრჩეველთა 54 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი. მისი მეტოქე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სტავროს მალასი იყო, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე კომუნისტურმა „მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ“ წარადგინა.
ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებში 73% შეადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გამოცხადდება.
კვიპროსის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.