კუს ტბის საბაგირო 20 მარტს არ იმუშავებს, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი.
„საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.