კუს ტბის საბაგირო 20 მარტს არ იმუშავებს

16:19, 19.03.2018

კუს ტბის საბაგირო 20 მარტს არ იმუშავებს, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი.

„საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი