კუს ტბის საბაგირო გზა 28 იანვარს მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება
კუს ტბის საბაგირო გზა 28 იანვარს მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 28 იანვარს კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმური ინსპექტირების გამო, 28 იანვარს, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით, 10:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.