თბილისის მერია – ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16:34, 08.02.2024

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

„მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი