კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა თვითიზოლიაციისთვის ვარძიაში სამ კოტეჯს სთავაზობს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეთა თვითიზოლიაციისთვის ვარძიაში სამი კოტეჯის გამოყოფის მზადყოფნას გამოთქვამს.
ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო, ვარძიაში ფლობს კეთილმოწყობილ კოტეჯებს.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავუთმოთ სამი კოტეჯი მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის“, – წერს ანთიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.