Kronen Zeitung - ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 15 ივლისს ვენაში გაიმართება
ავსტრიული მედიის ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვენაში, 15 ივლისს შეხვდებიან. ამის შესახებ გამოცემა Kronen Zeitung-ი იუწყება. როგორც ჟურნალისტები წერენ, ვენაში უკვე ჩავიდნენ ამერიკელი და რუსი დიპლომატები.
მათი მიზანი აშშ-რუსეთის სამიტის დღის წესრიგის შეთანხმებაა. როგორც ავსტრიული გამოცემები წერენ, პუტინის და ტრამპის შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, მანამდე როგორც რუსულმა, ისე ამერიკულმა მედიამ არაერთხელ გაავრცელეს ცნობა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ვენაში გაიმართება.