კრისტინ ლაგარდი - მამუკა ბახტაძეს მივულოცე საქართველოს პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ჩემთვის სასიამოვნო იყო მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა. მე მას მივულოცე საქართველოს კარგი პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებში და მისი ერთგულება, განაგრძოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობა და განათლების განვითარება, ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, – წერს კრისტინ ლაგარდი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდს ვაშინგტონში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს.