ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

„დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის. ასევე, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად. მე გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტია.