კოტე ჯანდიერმა ბერლინში მკითხველს გერმანულ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნი „გლობალიზაცია“ წარუდგინა
ბერლინში, Klak Fabrik-ში მწერალმა კოტე ჯანდიერმა საკუთარი წიგნი „გლობალიზაცია“ გერმანულენოვან მკითხველს წარუდგინა. წიგნის გერმანულენოვანი თარგმანი წელს გამოიცა.
ღონისძიება წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მოდერატორი ალექსანდრე კარტოზია იყო.
კოტე ჯანდიერის მოთხრობების კრებულში გამორჩეულია მცირე რომანი „გლობალიზაცია“, რომლის მთავარი გმირი მოხუცი ქართველი გლეხია. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე – საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.