კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევებიდან, ერთი პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევებიდან, ერთი პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევებიდან, ერთი პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი გვიან ღამით მიიღო. 14 ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთი იყო.

საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე არ აღინიშნება პნევმონია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, პაციენტი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადგენილია წყარო და შევსებულია ეპიდანამნეზი.