კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9.60 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9.60 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10.62 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.43 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 504 პირს დაუდასტურდა, 3 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 15 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 381 შემთხვევა გამოვლინდა, 1 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.