კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9.60 პროცენტს შეადგენს

11:19, 16.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9.60 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10.62 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.43 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 504 პირს დაუდასტურდა, 3 304  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 15 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 381 შემთხვევა გამოვლინდა, 1 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი