კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 6,52 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,73 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 264 შემთხვევა გამოვლინდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.