კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს

10:44, 26.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 6,52 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,73 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 264 შემთხვევა გამოვლინდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მსგავსი