კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,69 პროცენტს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 3,79 პროცენტს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 952 შემთხვევა გამოვლინდა, 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.