კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,86 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,86 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,66 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 980 პირს დაუდასტურდა, 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.