კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,86 პროცენტს შეადგენს

10:55, 01.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,86 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,66 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 980 პირს დაუდასტურდა, 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი