კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,34 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,34 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,47 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 352 პირს დაუდასტურდა, 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.