კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,34 პროცენტს შეადგენს

11:23, 28.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,34 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,47 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 352 პირს დაუდასტურდა, 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი