კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,93 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,99 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,99 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,31 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.
გუშინ, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 44.