კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,93 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,99 პროცენტს შეადგენს

10:59, 17.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,99 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,31 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.

გუშინ, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 44.

მსგავსი