კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,74 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,04 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,74 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 954 პირს დაუდასტურდა, 4 477 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.