კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,74 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,04 პროცენტს შეადგენს

10:51, 29.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,74 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  9 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 954 პირს დაუდასტურდა, 4 477  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი