კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,6 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი 9,91 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,91 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,6 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,86 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 5 326 პირს დაუდასტურდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 12 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 596 შემთხვევა გამოვლინდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა 47 კი გარდაიცვალა.