კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,6 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი 9,91 პროცენტს შეადგენს

10:51, 13.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,91 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის  9,6 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,86 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 5 326 პირს დაუდასტურდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 12 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 596 შემთხვევა გამოვლინდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა 47 კი გარდაიცვალა.

მსგავსი