კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,6 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,02 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, 81 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, გარდაიცვალა 78.