კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,6 პროცენტს შეადგენს

11:11, 14.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,02 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, 81 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, გარდაიცვალა 78.

მსგავსი