კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,33 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,63 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 410 პირს დაუდასტურდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 46 პაციენტი.
გუშინ, 4 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი, გარდაიცვალა 40.