კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,33 პროცენტს შეადგენს

10:54, 05.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,63 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 410 პირს დაუდასტურდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 46 პაციენტი.

გუშინ, 4 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი, გარდაიცვალა 40.

მსგავსი